ახალი ამბები
ბაღები ქალაქ გორში, სადაც გათბობის სისტემა ,,საქორგგაზს" მოწესრიგებული დახვდა
კომპანია ,,საქორგგაზის" თანამშრომლებმა ქალაქ გორის 18-ვე საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირის სისტემა შეამოწმეს. აქედან 13 საბავშვო ბაღში ხარვეზები დადგინდა, 5-ში კი სისტემა გამართულად მუშაობს.

ბაღები, სადაც ,,საქორგგაზის" წარმომადგენლებს ყველაფერი წესრიგში დახვდათ, შემდეგია:

1. #1 ბაღის ფილიალი - თბილისის ქუჩაზე
2. მე-12 საბავშვო ბაღი
3. მე-18 საბავშვო ბაღი
4. ორთაშენის საბავშვო ბაღი (შედგის ქალაქის ტერიტორიაზე)
5. მე-20 საბავშვო ბაღი

,,დანარჩენ ბაღებში ძირითადად კითხვები გაჩნდა წყლის გამათბობლებთან დაკავშირებით. ჩვენი სააგენტო სისტემატიურად ეხმარება ბაღებს ყოველთვის, რათა შესაბამისი ტექნიკით ყოლიყვნენ უზრუნველყოფილნი. ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების გამო, გადავწყვიტეთ მაინც შემოწმება. შედეგი ასე დაიდო, თუმცა დღეიდან უკვე დავიწყეთ ახალი გამაცხელებლების მონტაჟი." - აცხადებს ლია კოვზიაშვილი.

რაც შეეხება ზოგადად გათბობის სისტემას, საქორგგაზის წარმომადგენლების რეკომენდაციაა, რომ სისტემა განახლდეს. ,,ესეც რა თქმა უნდა ეტაპობრივად განხორციელდება" - აცხადებს კოვზიაშვილი.

გორის საბავშვო ბაღებში 15 თებერვლამდე მოქმედებს თავისუფალი დასწრების წესი, რომლის მიხედვით, მშობლის სურვილზეა დამოკიდებული ბავშვის სიარული.
თემა: კატეგორია
Print

სტატიის გამოყენების პირობები