ახალი ამბები
შსს: ,,გორში 15-16 წლის ბიჭებმა მანქანა მოპარეს 70-წლის კაცს"
გორში, ქურდობის ბრალდებით, 2 არასრულწლოვანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის პოლიციის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დაკავებულები არიან 15 და 16 წლის ბიჭები, კერძოდ, 2003 წელს დაბადებული გ.ბ. და 2004 წელს დაბადებული გ.ხ.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გორის საგამოძიებო სამსახურის ვერსიით, ბრალდებულებმა გორში, თარხნიშვილის ქუჩაზე, 1949 წელს დაბადებული უ.თ.-ს კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანა მოიპარეს და მიმალვას ცდილობდნენ. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მოპარული მანქანა გორის მისადგომებთან შენიშნა და დაუყოვნებლივ შეაჩერა.

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები