ახალი ამბები
უფლისციხეში საბავშვო არქეოლოგიურ მოედანს აწყობენ
ისტორიულ ციხე-ქალაქ უფლისციხეში საბავშვო არქეოლოგიურ მოედანს აწყობენ.  ამისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. 

საბავშვო არქეოლოგიუ მოედანზე გამოყოფილი იქნება სხვადასხვა პერიოდის კულტურული ფენები. იქ შესულ ბავშვებს და მოზარდებს შეეძლებათ იმიტირებულ არქეოლოგიურ პროცესში მონაწილეობა მიიღონ.

მუზეუმის ხელმძღვანელი ბადრი გასპაროვი ამბობს, რომ უფლისციხეში მშობლებთან ერთად ძალიან ბევრი ბავშვი მოდის. ,,ზოგჯერ არის ხოლმე სიტუაცია, რომ ბავშვმა არ იცის, სად წავიდეს, უნდა გართობა. ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ერთად შემუშავდა ასეთი გეგმა, რომ მათთვის სპეციალური სივრცე მოეწყოს." - ამბობს ბადრი გასპაროვი.

მოედნის გარდა, სააგენტოს წარმომადგენლები ხალხური რეწვის სახელოსნოებს აკეთებენ. ,,სახელოსნოში შეუძლიათ დაათვალიერონ ანდა შეისწავლონ ხალხური რეწვის მეთოდები, თექაზე მუშაობა და ა.შ. საკმაოდ საინტერესო სივრცის მოწყობა იგეგმება." - აცხადებს ბადრი გასპაროვი.

მისი ინფორმაციით, გასულ 2018 წელს, უფლისციხეს 285 000 ვიზიტორი ესტუმრა. 

ქვემოთ ფოტოზე: საბავშვო არქეოლოგიის ნიმუში

Print

სტატიის გამოყენების პირობები