ახალი ამბები
ქარელში მურმან ჯინორიას სპექტაკლი ჩაიშალა
ქარელის კულტურის სახლში დაგეგმილი ღონისძიება ჩაიშალა. ამის შესახებ qartli.ge-ს შეხვედრის ორგანიზატორებმა განუცხადეს.

მათი თქმით, წარმოდგენა, მასზე დასწრების მსურველთა არარსებობის გამო, აღარ შედგა. 

მურმან ჯინორიას ერთმოქმედებიანი მონო სპექტაკლი ,,ქარი მწყურია მე პირდაპირი" საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იმართება. 

სპექტაკლი ქარელში  7 თებერვალს უნდა გამართულიყო. 8 თებერვალს სპექტაკლმა გორის თეატრის დარბაზში ანშლაგით ჩაიარა.

დღეს კი, მურმან ჯინორია ბორჯომშია. ბილეთის ფასი 10 ლარია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები