ახალი ამბები
გორში მანქანის მეპატრონე ამბობს, რომ მინა ქალმა ჩაუმსხვრია
გორში დაზიანებული მანქანის მეპატრონე აცხადებს, რომ მისი მანქანის მინა ქალმა ჩაამსხვრია. ამის შესახებ დაზარალებული ქალბატონი qartli.ge-ს ესაუბრა.

მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში, ერთ-ერთი ნაცნობი გოგონა მას შეურაცხმყოფელ მესიჯებს უგზავნიდა.

,,მეც მომწერა, მერე ჩემს ხუთ მეგობარს. შინაარსის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შედეგი სახეზეა" - აცხადებს დაზარალებული.

იგი ითხოვს, რომ პოლიციამ მას აჩვენოს ის ვიდეოჩანაწერები, რომლებიც მისი სახლის სიახლოვეს მდებარე შენობიდან ამოიღეს:

,,მირეკავს გამომძიებელი და მეუბნება, რომ ჩემი მანქანა არასრულწლოვნება ჩაამსხვრიეს. მოვთხოვე ვიდეოჩანაწერი, მაგრამ არ მაჩვენეს. რატომ არ მაჩვენეს? იმიტომ რომ არ აწყობთ და ვიცი, რატომაც " - ამბობს დაზარალებული. 

გორის შს სამმართველოში ამბობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და საქმის დეტალებს მის დასრულებამდე ვერავის გააცნობენ.

თემატური ფოტო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები