ახალი ამბები
ემიგრანტი, რომელიც ლიეჟში სააკაშვილის წინააღმდეგ გამოვიდა, გორელია
ლიეჟის კონგრესის შენობაში, მიხეილ სააკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე, საპროტესტო აქცია გორელმა ემიგრანტმა მოაწყო. ის შეხვედრაზე დასწრებას და ყოფილი პრეზიდენტის სურათების გაშლას ცდილობდა. ამ ფაქტს ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგებს შორის, სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

დავით მოგელაშვილი ათი წელია ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცხოვრობს. მას qartli.ge დაუკავშირდა.

„ ლიეჟში მეგობრებთან ერთად ჩავედი, ისე ქალაქ ანტვერპენში ვცხოვრობ, რომელიც ლიეჟიდან 120 კილომეტრში მდებარეობს , 40-მდე ადამიანი შევიკრიბეთ, გვინდოდა ქვეყნის მესამე პრეზიდენტს პირადად შევხვედროდით, დალაპარაკება გვინდოდა, მაგრამ იქ მყოფმა პირებმა ამის საშუალება არ მოგვცეს. მიზეზი ის იყო რომ დაგვინახეს სააკაშვილის საწინააღმდეგო პლაკატებით ვიყავით, პირველი შემთხვევა არ არის აქციაზე მისვლის, სხვა დროსაც ვყოფილვარ ჩემი მეგობრების გვერდში და გუშინაც ამ მიზეზით მივედი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რაიმე პირადი მე სააკაშვილთან არ გამაჩნია“-ამბობს აქციის მონაწილე დავით მოგელაშვილი.

სააკაშვილმა ლიეჟის კონგრესის შენობაში შეკრებილ ქართველ ემიგრანტებს ხუთ პუნქტიანი გეგმა გააცნო.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ემიგრანტებს უნდა ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქის პასპორტი, არჩევნებისას ხმის მიცემა სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონული ბარათის საშუალებით უნდა შეეძლოთ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები