ახალი ამბები
სამხარეო პოლიციასთან ფეიბოქსის აპარატი მოიპარეს
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის გვერდით მდებარე მაღაზიიდან ფეიბოქსის აპარატი მოიპარეს. ამის შესახებ qartli.ge-ს მაღაზიის კონსულტანტმა განუცხადა.

მისი თქმით, შემთხვევა 9 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. გორის პოლიციამ ფეიბოქსის აპარატი იქვე ახლოს დამტვრეული იპოვა.

ფეიბოქსების ,,გატეხვის" ფაქტები გორში დეკემბრიდან გახშირდა. გახშირებულ შემთხვევებს არასრულწლოვნებს უკავშირებენ.

მაღაზიის კლიენტები არიან სამხარეო პოლიციისა და ,,სუს"-ის თანამშრომლები.



Print

სტატიის გამოყენების პირობები