ახალი ამბები
ხანდაკში ბალახს ცეცხლი მოედო, სადგურ მეტეხში ერთი ოთახი დაიწვა
კასპის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ხანდაკსა და სადგურ მეტეხში ხანძარია. ამის შესახებ qartli.ge-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ბალახი იწვის ხანდაკთან, ხოლო სადგურ მეტეხთან, საერთო საცხოვრებელში პირველი სართულის ერთი ოთახი დაიწვა.

,,ხანძარი ლოკალიზებულია, მეხანძრეებმა დროულად ჩააქრეს ცეცხლი და კორპუსის სხვა ბინებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს" - განუცხადა qartli.ge-ს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

მეტეხის დასახლებაში მცხოვრებნი ამბობენ, რომ ბინა, სადაც ცეცხლი გაჩნდა, მარტოხელა კაცი ცხოვრობს. მეტეხის წარმომადგენელი შემთხვევის ადგილზე იმყოფება. ზარალის ანაზღაურების საკითხს კასპის მერიაში შეისწავლიან.

ბინაში ცეცხლი სავარაუდოდ ელექტროსადენებიდან გაჩნდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები