ახალი ამბები
გორის მერიამ სკოლებში ბავშვთა გადასაყვანად მარშრუტები დაამატა
სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის გორის მერიამ ახალი მარშრუტები დაამატა. ამის შესახებ qartli.ge-ს საკრებულოდან აცნობეს.

ადმინისტრაციის ცნობით, რეისებს დაემატა კარალეთის დევნილთა დასახლების მიმართულება, (სადაც 3 უბანია). ამ უბნებიდან მოსწავლეებს გორის მე-4 სკოლაში გადაიყვანენ. ამავე მარშრუტში შედის ვერხვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ბავშვებიც. ისინი უკვე დადიან ქალაქ გორის მეოთხე საჯარო სკოლაში.

ადმინისტრაციის ცნობით, ასევე, დაემატა მარშრუტი ქვემო ნიქოზიდან და ხვითიდან ზემო ნიქოზის სკოლამდე. რაც შეეხება სოფელ ხიდისთავს, აქ აზნეთის დასახლებიდან ხიდისთავის სკოლამდე ბავშვებისთვის ივლის მიკროავტობუსი მხოლოდ 1 სემესტრში.

ძველ და ახალ რეისებს სატრანსპორტო კომპანია ,,აქტივ გრუპი" მოემსახურება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები