ახალი ამბები
ფეიბოქსის აპარატის მოპარვის ფაქტი ,,სუს"-ისა და პოლიციის შენობის დაცვას მორიგეობის დროს უნდა დაენახა
მესამე დღეა გორის შს სამმართველოს გამომძიებლებმა ვერ დაადგინეს იმ პირთა ვინაობა, ვინც გორში ფეიბოქსის აპარატი მოიპარეს. შემთხვევა, მაღაზიის გამყიდველის განცხადებით, 9 თებერვალს დილის საათებში მოხდა.

ტერიტორია 6 სათვალთვალო კამერის არეალშია მოქცეული. ამის ამსახველი ფოტოები qartli.ge-მ გადაიღო. კამერები დამონტაჟებულია ორი უწყების მიერ - ერთი ნაწილი ეკუთვნის სამხარეო პოლიციას, მეორე ნაწილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

კამერებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის ,,უსაფრთხოება" დაცული. ჩანაწერებს ,,ლაივ" რეჟიმში შესაბამისი თანამშრომელი შენობის პირველ სართულზე განთავსებულ ოთახიდან აკვირდება.

მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ აპარატი მთლიანად მოხსნეს უცნობმა პირებმდა და რამდენიმე მეტრის მოშორებით გადაადგილეს. შემდეგ გატეხეს და იქიდან თანხის წაღება სცადეს: ,,რა რაოდენობის თანხა იყო, დეტალები არ ვიცით" - განუცხადეს qartli.ge-ს მაღაზიაში. 





Print

სტატიის გამოყენების პირობები