ახალი ამბები
გორში ბრალდებულის დედა გაათავისუფლეს სამსახურიდან სავარაუდოდ შვილის გამო
გორში, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული მამაკაცის დედა სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ,,საიაში" გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ბრალდებულის დედა დამლაგებლად მუშაობდა. ,,მას შემდეგ, რაც მისი შვილი დააკავეს, დედას სამსახურის დატოვება მოსთხოვეს, სწორედ, შვილის გამო" - განაცხადეს შეხვედრაზე.

,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლის, ქეთი ბებიაშვილის განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით, ორგანიზაცია უკვე დაინტერესდა.

,,შეხვედრაზე ითქვა, რომ დედა, სწორედ, შვილის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით, გაუთავისუფლებიათ. ბუნებრივია დავინტერესდით ამ ამბით და ვეცდებით, დეტალები გავარკვიოთ" - აცხადებს ქეთი ბებიაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები