ახალი ამბები
ახალგორიდან წეროვანში 21 მოსწავლეს არ უშვებენ
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ახალგორში, 21 მოსწავლე ე.წ. საზღვრის გახსნას ელოდება. ამის შესახებ ,,პალიტრანიუსთან" გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, რომლის რეზიდენტია წეროვანშია, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის შედეგად და არდადეგების დამთავრების მიუხედავად, დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება მოსწავლეებს წეროვანის დასახლებაში არ უშვებს.

თინიკაშვილის განცხადებით, პრობლემები შეექმნათ ასევე პედაგოგებს, რომლებიც ახალგორის რაიონში მუშაობენ და, ამჟამად, წეროვანში იმყოფებიან.

,,პედაგოგები, ასევე, არდადეგების პერიოდში, გადმოვიდნენ საქართველოს ხელისუფლებლის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ნათესავების სანახავად. ხოლო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ, ისინი უკან ვეღარ ბრუნდებიან" - აცხადებს ნუგზარ თინიკაშვილი.

დე-ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარი 2019 წლის 11 იანვრიდან ჩაკეტა - ღორის გრიპის გავრცელების გამო. 1 იანვრიდან მოქმედებს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ახალი წესი. კერძოდ, ახალგორში შესვლა და გამოსვლა შეუძლიათ მათ, ვისაც ცხინვალის უშიშროების კომიტეტის (კგბ)-ს ნებართვა აქვს. ეს წესი ვრცელდება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პასპორტის მქონე მოქალაქეებზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები