ახალი ამბები
გამგებელი: ,,5 ადამიანს, რომელსაც გეგმიური ოპერაცია ჭირდება, ახალგორიდან არ უშვებენ"
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ 5 მოქალაქეს, რომელსაც გეგმიური ოპერაცია ჭირდება, თბილისისკენ არ უშვებენ. ამის შესახებ პალიტრანიუსთან ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, რომლის რეზიდენტია წეროვანშია, ეს ადამიანები საჭიროებენ აუცილებელ სამედიცინო დახმარებას, რომლის გაწევა დედაქალაქის შესაბამის სტაციონარში შეუძლიათ.

გამგებლის ცნობით, ფაქტის შესახებ ცნობილია ყველა შესაბამის უწყებისთვის, მიუხედავად ამისა, დე-ფაქტო ხელისუფლება რეაგირებას არ ახდენს.

რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, ღორის გრიპის ვირუსის პერიოდში, მშობლებს მისცეს ნებართვა, რომ 2 ბავშვი თბილისის კლინიკაში გადაეყვანათ. ბავშვებს მაღალი სიცხეებით ჰქონდათ.

ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი გაიხსნა მაშინაც, როდესაც ახალგორის რაიონში გარდაიცვალა მოქალაქე. ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი დაასაფლავეს საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე. გარდაცვლილი გადმოასვენეს მისმა ახლობელმა მამა-შვილმა.

დე-ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარი 2019 წლის 11 იანვრიდან ჩაკეტა - ღორის გრიპის გავრცელების გამო. 1 იანვრიდან მოქმედებს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ახალი წესი. კერძოდ, ახალგორში შესვლა და გამოსვლა შეუძლიათ მათ, ვისაც ცხინვალის უშიშროების კომიტეტის (კგბ)-ს ნებართვა აქვს. ეს წესი ვრცელდება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პასპორტის მქონე მოქალაქეებზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები