ახალი ამბები
,,ბილიკის" ბავშვებმა ,,მომავლის თაობის" პროექტი შეაჯამეს
საზოგადოება ,,ბილიკის" წარმომადგენლებმა, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა პროექტის "მომავლის თაობას" წლის აქტივობები შეაჯამეს. ღონისძიებას შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოსწავლეებმა საკლუბო პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. დააჯილდოვეს ის სკოლები და პედაგოგები, რომლებმაც ტექნიკის კონკურსში გაიმარჯვეს. სამოქალაქო კლუბში აქტიური მუშაობით გამორჩეული მოსწავლეები კი დააჯილდოვეს სიგელებით.

"მომავლის თაობა“ სამოქალაქო განათლების პროგრამაა, რომელიც ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. შიდა ქართლში პროგრამის რეგიონული პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბილიკი“.

პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და 230 სკოლას უწევს დახმარებას სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით. სკოლები იღებენ დამხმარე სახელმძღვანელოებს, მიმდინარეობს პედაგოგთა გადამზადება, ქმნიან სასკოლო კლუბებს, მოსწავლეებს ხელს უწყობენ სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში და სხვა საქმიანობაში სამოქალაქო განათლების გაძლიერების მიზნით.



Print

სტატიის გამოყენების პირობები