ახალი ამბები
ზემო შაქშაქეთის გზის ტენდერში კომპანიამ 130 000 ლარი დააკლო
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო შაქშაქეთთან ახალი გზა დაიგება. ამის შესახებ qartli.ge-ს მერიის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ამჟამად, კომპანია ,,ქსორსფოინტის" მიერ წარდგენილი წინადადების განხილვა მიმდინარეობს. კოპანიამ დაახლოებით 130 000 ლარი დააკლო ტენდერში გასამარჯვებლად.

მერიამ 1,4 კმ გზის მოასფალტების მიზნით, თანხა 504 000 ლარი გამოყო, ,,ქროისფოინტი" თვლის, რომ აღნიშნულ მონაკვეთს 372 000 ლარად გააკეთებს.

სამუშაოები სავარაუდოდ აპრილიდან დაიწყება და 70 დღეში დასრულდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები