ახალი ამბები
ქრისტინე ახალაშვილი ბნავისიდან
ქრისტინე ახალაშვილი, 81-წლისაა. ის სოფელ ბნავისიდან ჩამოვიდა და შეყვარებულებისთვის იები გასაყიდად ჩამოიტანა.

,,ეს იები ჩვენს მთებში დავრკიფე. ჩემი ცხოვრება სულ გაჭირვებაში გავატარე. დედა ადრე გარდამეცვალა, დავრჩით ობლები. დედინაცვალი სულ მცემდა. მივიდოდი ტყემლის ხესთან და როცა მშიოდა, სულ იმას ვჭამდი-ხოლმე. მათრობდა თუ რა იყო, არ ვიცი, დამეძინებოდა ტყემლის ხის ქვეშ. გამეღვიძებოდა და ისევ ხის ქვეშ ვიყავი. დავოჯახდი 14 წლის ასაკში. ჩემი მეუღლე დუშეთში გავიცანი. გარდამეცვალა უკვე. ახლა ჩემ დასთან ერთად სოფელ ბნავისში ვცხოვრობ, მარტო. "
Print

სტატიის გამოყენების პირობები