ახალი ამბები
,,10 წელია იები გორში ჩამომაქვს, აქ უფრო ვყიდით" - ცოლ-ქმარი ტახტისძირიდან
65-წლის თამაზ გაბოევი და 54-წლის ვენერა გაბოევი უკვე 10 წელია, სხვადასხვა დღესასწაულებზე, გორში ჩამოდიან და ყვავილებს ყიდიან. დღეს, სიყვარულის (ვალენტინობის) დღესაც ჩამოვიდნენ და იები ჩამოიტანეს.

ისინი სოფელ ტახტიძირიდან არიან და 37 წელია ერთად ცხოვრობენ.

გორში გასაყიდად ჩამოსატან იებს თამაზი და ვენერა ქარელის მინდვრებზე პოულობენ და შემდეგ სხვადასხვა დიზაინით დაწნულ კალათებში ალაგებენ.

,,ქარელში გასაყიდად ყვავილები არ გაგვაქვს, ის მოსახლეობა ყვავილებს ნაკლებად ყიდულობს. ჩვენ ჩამოტანილ ყვავილებს ძირითადად ბავშვები და ახალგაზრდები ყიდულობენ." - ამბობს ვენერა გაბოევა.

თამაზ გაბოევი თითქმის 30 წელი მძღოლად მუშაობდა სახანძრო სამსახურში.



Print

სტატიის გამოყენების პირობები