ახალი ამბები
ახალგაზრდა ევროპელი ელჩები აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებს იწყებენ
100 ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ევროკავშირიდან და მისი ექვსი პარტნიორი ქვეყნიდან მიმდინარე კვირაში ბრიუსელში შეიკრიბნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის მიღწევების აღსანიშნავად გასული ათი წლის განმავლობაში.

ახალგაზრდები შეხვდნენ ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მიღწევების და მისი მომავალი გეგმების განსახილველად. გარდა ამისა, ხუთშაბათს, 14 თებერვალს, ბრიუსელის ევროკავშირის კვარტალის ცენტრში მათ მონაწილეობა მიიღეს დიდ ფლეშ-მობში, რომელზეც ეროვნული ცეკვები და კოსტიუმები იყო წარმოდგენილი.

„ახალგაზრდები ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობის ბირთვს წარმოადგენენ. ახალგაზრდა ევროპელი ელჩები უნიკალური ინიციატივაა - ეს არის პლატფორმა მოსაზრებების მოსასმენად და განსახილველად, რომელსაც უშუალო გავლენა აქვს ახალგაზრდების ცხოვრებაზე მთელ რეგიონში“, აღნიშნა ლორენს მერედიტმა, ევროკომისიის დირექტორმა აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში.

იხ. ამავე თემაზე

გორელი ნანიკო წიქარიძე ევროკავშირის ახალგაზრდა ელჩია
Print

სტატიის გამოყენების პირობები