ახალი ამბები
ქარელში აპირებენ, რომ ძიუდოისტები ფეხბურთის სტადიონზე აჭიდავონ
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში ძიუდოისტებისთვის საფეხბურთო მოედნის მოწყობას, ჩემპიონატის გამართვის მიზნით, აპირებენ.  ამის შესახებ იმ ბრძანებაში წერია, რომელიც სპორტის გაერთიანების სამსახურის ხელმძღვანელმა გამოსცა.

დოკუმენტების მიხედვით, ძიუდოისტთა კლუბი ემზადება ჩემპიონატისათვის, ამისათვის, მათ ჭირდებათ სტადიონი. სტადიონს კი, ბალახებისგან გასუფთავება.

,,ორი სტადიონი, რომლებიც ქარელის მუნიციპალიტეტმა გადმოგვცა უზურფრუქტით, მდებარეობს ქარელსა და დაბა აგარაში, მათი ფართობიდან გამომდინარე ბალახის საკრეჭი მანქანისთვის საწვავის მითითებული რაოდენობა საჭიროა პრობლემის აღმოსაფხვრელად" - აღნიშნავს გაერთიანების ხელმძღვანელი.

ქარელის მერიის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბრძანებულებაში ტექნიკური შეცდომა იქნება, რადგან ძიუდოისტების ნაცვლად, ფეხბურთელები უნდა ეწეროს. ბრძანებულების მიხედვით, ყურადღებას იქცევს, კიდევ, ერთი გარემოება - შესავალში საუბარია მოჭიდავეების სასტუმროთი მომსახურების შესახებ.

იხ. ბრძანების ელექტრონული ვერის, რომელზეც აღნიშნულია, რომ დამოწმებულია ოფიციალურად.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები