ახალი ამბები
შიდა ქართლში რეგიონული მედიისთვის ტრენინგი გაიმართა
ტრენინგი რეგიონული მედიისთვის  Democracy Reporting International-მა ფორსეტთან(მედიაორგანიზაცია) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩაატარა.

პირველი სამუშაო შეხვედრა საქართველოს იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში გაიმართა,რომელსაც ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლები ეწრებოდნენ.

ტრენინგის თემა პოლარიზებულ საზოგადოებაში ადგილობრივი მედიის როლსა და მედია სტანდარტებს ეხებოდა. მედიის წარმომადგენლებმა და მომხსენებელმა ნათია კუპრაშვილმა პოლარიზაციის არაერთი მაგალითი განიხილეს.

მაგალითად, ადგილობრივი მედიასაშუალების წარმომადგენელმა გაიხსენა, თუ როგორ არ გაუშვეს ეთერში მის მიერ მოპოვებული მასალა, რომელიც წინასაარჩევნოდ მოქალაქეების დასაქმებას ეხებოდა. არგასული სიუჟეტის მიუხედვით, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელი ამბობდა, რომ ამას ხმების მოსაპოვებლად აკეთებდნენ.

განიხილეს ცენტრალური მედიის მაგალითებიც. კერძოდ, ლიეჟში მიხეილ სააკაშვილსა და ემიგრანტებს შორის გამართული შეხვედრის გაშუქების შესახებ.

შეხვედრის მონაწილეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ,,ლიეჟის შეხვედრის“ გაშუქება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა - საზოგადოებრივ მაუწყებელზე, იმედსა და რუსთავი 2-ზე. მონაწილეების აზრით, ყველა მათგანი ხელს უწყობდა საზოგადოების პოლარიზაციას.

ნათია კუპრაშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონული მედია ნაკლებად პოლარიზებულია ცენტრალურთან შედარებით.

თუმცა ტრენინგის ჩატარება მაინც რეგიონებიდან დაიწყეს, ამიტომაც მსგავსი შეხვედრები დაგეგმილია მარნეულშიც, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები