ახალი ამბები
შიდა ქართლის პოლიციის შენობის გვერდით მომხდარ ქურდობის ფაქტზე 2 პირი ამხილეს - ეძებენ მესამეს
ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

დაკავებულები არიან: 2000 წელს დაბადებული გ.ც. და არასრულწლოვანი, 2001 წელს დაბადებული კ.წ.. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დანაშაულში მონაწილე მესამე პირის დადგენისა და მოპარული თანხის ამოღების მიზნით გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიების ვერსიით, აღნიშნულმა პირებმა გორში, სუხიშვილის ქუჩაზე, სავაჭრო ობიექტების მიმდებარედ განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს, იქ არსებულ თანხას ფარულად დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ნივთმტკიცებად ამოღებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ფულის შესანახი ტომარა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები