ახალი ამბები
ჯგუფური ჩხუბი რესტორანში - გორის პოლიციამ დაპირისპირებულები გააშველა
უფროსი ასაკის ადამიანებმა რესტორანი დატოვეს. ახალგაზრდებმა კი, ქეიფი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გააგრძელეს.

გორის ერთ-ერთ რესტორანში სუფრის წევრებმა იჩხუბეს. დაპირისპირების მასშტაბურობის გამო დაცვამ პოლიცია გამოიძახა.

სამართალდამცველები რესტორანში 4 ეკიპაჟი პატრულისა და კრიმინალური პოლიციის ამდენივე პიკაპით მივიდნენ. შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, პოლიციამ დაპირისპირებული მხარეები დაამშვიდა. ჩხუბის გამო გამოძიება არ დაწყებულა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები