ახალი ამბები
შიდა ქართლის სკოლის მოსწავლეებისთვის ბაკურიანში მედია ბანაკი მოეწყო
საზოგადოება ,,ბილიკის" მხარდაჭერით ბაკურიანში მოსწავლეებისთვის ტრენინგი ტარდება. ხაშურის, ქარელის, კასპისა და გორის საჯარო სკოლებიდან შერჩეული ახალგაზრდები სამოქალაქო აქტივიზმსა და მედიის როლს ეცნობიან.

ტრენინგს რადიო ,,თავისუფლების" გორის ბიუროს ჟურნალისტი გოგა აფციაური და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის qartli.ge-ს რედაქტორი საბა წიწიკაშვილი უძღვებიან.

მოსწავლეებს დაგეგმილი აქვთ სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება, შემდეგ ფილმების მომზადება. ახალგაზრდები, მათ შორის, 3 სტუდენტი, შერჩეულნი არიან შერეული (ქართულ-ოსური) სოფლებიდან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები