ახალი ამბები
აძვის სკოლის მოსწავლეს თიბისი ბანკმა სტიპენდია დაუნიშნა
დათო ბალამწარაშვილი გორის რაიონის სოფელ აძვში ცხოვრობს, ის ბოქსიორია და ყოველდღიურად აძვიდან მეჯვრისხევამდე რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევს.

მეჯვრისხევიდან კი, მიკროავტობუსით გორამდე ჩამოვდის და ვარჯიშობს. არის შემთხვევები, როდესაც სოფლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოდის და ვარჯიშზე მისვლასაც ვეღარ ახერხებს.

პარალელურად ის საზოგადოება „ბილიკი“-ს სამოქალაქო კლუბის ლიდერია და მისი მონაწილეობით არაერთი საკლუბო პროექტი განხორციელდა.

რამდენიმე დღის წინ ,,ბილიკის" მედია ბანაკში დათოს ახარეს, რომ თიბისი ბანკმა მგზავრობისთვის მას ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები