ახალი ამბები
ქვემო ჭალაში ამილახვრების კარის ეკლესია რესტავრაციას საჭიროებს
ამილახვრების სასახლის კარის ეკლესია, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მდებარეობს, რესტავრაციას საჭიროებს. ამის შესახებ ფოტოებს სოციალურ ქსელში ნატალია ანდრონიკაშვილმა ავრცელებს.

ნატალია ანდრონიკაშვილის ცნობით, ფრესკების ნაწილის შენარჩუნება შესაძლებელია, თუკი კონსერვაცია მოხდება.

,,როგორც ფოტოზე ხედავთ, მთელი კედლები დასერილია, (შესალესად გამზადებულია) ფრესკები მომსპარი, თუმცა მათი ნაწილის კონსერვაცია და შენარჩუნება შეიძლებოდა. კანკელს ბეტონისა და აზბესტის მილებისგან აკეთებს ვიღაც. მაინტერესებს, თუ იცის ამის შესახებ ძეგლთა დაცვამ, საპატრიარქომ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ? და თუ არის ამ გადაკეთება (ვანდალიზმზე ) გაცემული ნებართვა და ვინ და რის საფუზველზე გასცა ესეთი საბუთი" - აცხადებს ნატალია ანდრონიკაშვილი.

სოფლის წარმომადგენელი სტეფანე მესროფაშვილი აცხადებს, რომ ფრესკები ნადგურდებოდა ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდან.

,,მე ვნახე დღეს, პირადად დავათვალიერე ეკლესია და მინდა გითხრათ, რომ აქ ახალი დაზიანებული არაფერია. როგორც ჩემთვის ცნობილია, ძეგლთა დაცვის სააგენტო აპირებდა რესტავრაციას, თუმცა ეკლესია სადავოა კერძო მესაკუთრესა და სახელმწიფოს შორის." - აცხადებს სტეფანე მესროფაშვილი.









ამავე თემაზე:

,,საამილახვრო ციხეს მესაკუთრე ჰყიდის" - განგაში კასპში
Print

სტატიის გამოყენების პირობები