ახალი ამბები
იტალიელი ტენორი გორში ბავშვების დასახმარებლად
18 თებერვალს, გორის გიორგი ერისთავის დრამატულ თეატრში, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება. სწორედ ამ კონცერტისთვის ქალაქს იტალიელი ტენორი პაოლო ლევანტინო ეწვია.

კონცერტში ასევე მონაწილეობენ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები და ჯგუფი „სტატუსი“.

ღონისძიება, რომელიც რეგიონალური ქალთა საბჭოს, საქართველოს ქალთა საბჭოსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით ტარდება, 18:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 10 ლარია.

თემა: კატეგორია
Print

სტატიის გამოყენების პირობები