ახალი ამბები
„არა ოკუპაციას“ - ზუგდიდელი ოსტატის ნაკეთობა ატოცის „გუშაგებისთვის“
მობილურის სადგამები წარწერით „არა ოკუპაციას“ ზუგდიდელ ოსტატს, მადონა ჯაბუას ეკუთვნის. მადონამ ნაკეთობა, რომელზეც საქართველოს რუკა და ოკუპაციის თარიღებიცაა გამოსახული, ატოცში გასაგზავნად დაამზადა.

რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, ასე ზუგდიდელი ხელოვანი იმ მოქალაქეების მიმართ თანადგომას გამოხატავს, რომლებიც უკვე თვეებია საოკუპაციო ხაზთან პატრულირებენ და რომლებსაც თავად „გუშაგებს“ უწოდებს.

„ამ თემატიკით მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპაციასთან დაკავშირებით, რუსეთი ისევ აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის მიმართ და მცოცავი ანექსიის პირობებში ვართ, მნიშვნელოვანია ყველამ გამოვხატოთ პროტესტი... ჩვენ არასოდეს შევეგუებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“, - ამბობს მადონა ჯაბუა.



თემა: კატეგორია
Print

სტატიის გამოყენების პირობები