ახალი ამბები
დელეგაცია მთიანი ყარაბაღიდან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში
ცხინვალში სამუშაო ვიზიტით მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, არცახ მასის მაილიანი იმყოფება. დე-ფაქტო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

მთიანი ყარაბაღის დელეგაციის ვიზიტი ცხინვალში 21 თებერვლამდე გაგრძელდება.

ხვალ ხელი მოეწერება ორმხრივ დოკუმენტებს და გაიმართება პრესკონფერენცია. ინფორმაციას ვიზიტის შესახებ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
თემა: კატეგორია
Print

სტატიის გამოყენების პირობები