ახალი ამბები
50 ბინოკლი - ანატოლი ბიბილოვის საჩუქარი ცხინვალის თეატრს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, კოსტა ხეთაგუროვის სახელობის დრამატულ თეატრს 50 თეატრალური ბინოკლი აჩუქა.

თეატრის დირექტორის, მადინა ვალიევას თქმით, მოულოდნელი საჩუქარი თეატრმა „ფატიმას“ პრემიერაზე მიიღო. ანატოლი ბიბილოვი პრემიერას თავადაც ესწრებოდა.

„ახლა ჩვენს საგარდერობოში მაყურებელს ლამაზი ბინოკლები დახვდება. რუსულენოვანი აუდიტორიისთვის ასევე გვაქვს ყურსასმენები სინქრონული თარგმანისთვის“, - უთხრა დირექტორმა ჟურნალისტებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ 20 თებერვალს თეატრში წარმოადგენენ რეჟისორ ფატიმა კაჩმაზოვას სპექტაკლს, კომედიას, „ცოლი კონტრაქტით“, ხოლო 21-22 თებერვალს მაყურებელი კვლავ „ფატიმას „ იხილავს.
„ფატიმა“ ცხინვალის თეატრში 12 წლიანი პაუზის შემდეგ დაიდგა. ამ სპექტაკლით დასმა თეატრალური სეზონი დაიწყო.

2005 წელს მომხდარი ხანძრის შედეგად დამწვარი თეატრის შენობა 13 წლის შემდეგ აღადგინეს. კოსტა ხეთაგუროვის სახელობის თეატრი ხელახლა 2018 წლის 23 აგვისტოს გაიხსნა.
წყარო: საინფორმაციო სააგენტო „რეს“. 

თემა: კატეგორია
Print

სტატიის გამოყენების პირობები