ახალი ამბები
გორში მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა
ერთი საათის წინ გორში 16 წლის გოგომ თავის მოკვლა სცადა.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ახლობლებმა დაუდასუტრეს.

გოგონა სახლის ერთ-ერთ ოთახში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან ოჯახის წევრები შევიდნენ და უგონო მდგომარეობაში ნახეს.

ოჯახის წევრებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, გოგონა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ახლობლები ვერ საუბრობენ თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხდარის მიზეზი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით (სსკ 115) დაიწყო.

 

თემა: კატეგორია
Print

სტატიის გამოყენების პირობები