ახალი ამბები
შავშვებში სახლის სახურავი ქარმა სკოლის ეზოში გადააგდო
გორის მერი სოფელ შავშვებში მიდის. კოტე თავზარაშვილის ინფორმაციით, მასწავლებელთა ყოფილი სახლის სახურავი ქარმა ახადა და მასალები სკოლის ეზოში გადადგო.

,,კიდევ კარგი ეზოში არავინ იყო" - ამბობს სკოლის დირექტორი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

,,ეს შენობა მიტოვებულია და საერთო საცხოვრებელს წარმოადგენდა. ადრე მასწავლებლის სახლს უწოდებდნენ, ამჟამად იქ არავინ ცხოვრობს." - განმარტავს სკოლის დირექტორი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები