ახალი ამბები
გადახდილია ახალი გაკეთებული სახურავი - სტიქიის შედეგი შავშვებში
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში ქარმა ახალი გაკეთებული სახურავი ახადა. ამის შესახებ ფოტოები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიაწოდეს.

სახურავი სკოლის ეზოში ჩავარდა. ის ყოფილ მასწავლებელთა სახლს ეფარა. ამ სახლში დღეს აღარავინ ცხოვრობს.

შავშვების სკოლის დირექტორის განცხადებით, სკოლის ეზოში, საბედნიეროდ, არავინ იმყოფებოდა.

,,მასწავლებელთა სახლში ერთი ქალი ცხოვრობდა, ის უკვე გარდაცვლილია. რამდენიმე წლის წინ, გამგეობამ სახურავი გამოუცვალა. მე ზუსტად ვერ გეტყვით, როდის გადახურეს" - გვითხრა ადგილობრივმა მკვიდრმა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები