ახალი ამბები
ქართველი მეზღვაურის დავით რაზმაძის გარდაცვალებიდან 44 დღე გავიდა
ქართველი მეზღვაურის დავით რაზმაძის გარდაცვალებიდან 44 დღე გავიდა, მისი ოჯახის წევრები კი ცხედრის გადმოსვენებას ამ დრომდე ელოდებიან.

ოჯახის წევრების ვარაუდით, მეზღვაური მოკლულია, მათთვის ჯერჯერობით უცნობია იმ ექსპერტიზის პასუხები, რომლებიც დავით რაზმაძის ცხედარს ლიბიაში ჩაუტარდა.

რაზმაძის ბიძა, იაგო ცეცხლაძე რუსთავი2-თან ინტერვიუში საუბრისას სახელმწიფო უწყებებს უმოქმედობაში ადანაშაულებს.

„ვვარაუდობ, რომ გავიდა გარეთ და იქ მოუხდა ვიღაცა ლიბიელთან რაღაც. მოუვიდა ჩხუბი და ბავშვი გადააგდეს ზღვაში. არანაირად არ გამოდის, რომ დახურულ სივრცეში ვიღაცას რაღაცა დაეშავებინა. როდესაც გადმოასვენებენ, ვითხოვთ, ჩაუტარდეს ექსპერტიზა, გამოიკვლიონ ორგანულად. ბავშვი რომ აქ იქნება, შემდეგ გვითხრან პასუხი“ - ამბობს დავით რაზმაძის ბიძა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები