ახალი ამბები
ჯავაში პირველი სათხილამურო მარათონი გაიმართა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში წელს პირველად ჩატარდა შეჯიბრი ზამთრის სპორტის სახეობებში.

დიდი თოვლისა და ქარის მიუხედავად, სათხილამურო მარათონში 30 ახალგაზრდა მონაწილეობდა.
საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, სოფელ წონაში მოწყობილი ახალი სათხილამურო ტრასის შესაძლებლობები დე-ფაქტო პრეზიდენტმაც შეამოწმა.

„მთავარია, საძირკველი ჩაყრილია. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გამოვძებნით რესურსებს, რათა აქ მოვაწყოთ სრულფასოვანი სამთო კურორტი შესაბამისი ინფრასტრუქტურით, - თქვა ანატოლი ბიბილოვმა და ტურნირის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა სათხილამურო სპორტისა და სნოუბორდის ფედერაციას.

გამარჯვებულებს ფულადი პრემიები და ფასიანი პრიზები გადაეცათ.

თემა: კატეგორია
Print

სტატიის გამოყენების პირობები