ახალი ამბები
ცხინვალში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება
სასტუმრო „ირისტონი“, რომლის მშენებლობაც დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს, 77 ადგილიანი იქნება. 3 სართულიანი შენობა 6 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს იკავებს.

საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, „ირისტონი“ ყველა თანამედროვე მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ექნება 43 ნომერი, მათ შორის 1 - საპრეზიდენტო, 1 - ლუქსი, 7 - ნახევარლუქსი, 8 - ერთადგილიანი და 26 ორადგილიანი ნომერი.

სააგენტო წერს, რომ სასტუმროს მშენებლობა სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგია. მომავალში „ირისტონი“ 25 წლიანი იჯარით ინვესტორს გადაეცემა, ამუშავების მეექვსე წლიდან კი მოგების 15%-ს სახელმწიფო მიღებს.

პროექტის ღირებულება 485 მილიონი რუბლია.

თემა: კატეგორია
Print

სტატიის გამოყენების პირობები