ახალი ამბები
დანაშაულზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით გამომძიებელთა გადამზადება იწყება
სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, გამომძიებელთა გადამზადება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. სპეციალური ტრენინგ-პროგრამა ეუთოს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (ODIHR) მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდება.

,,შეთანხმების საფუძველზე, 2019 წლის აპრილიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროში დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე ტრენინგ-პროგრამა დაინერგება. ახალი პროგრამა სამართალდამცავ უწყებას სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მყისიერ რეაგირებასა და გამოძიების ეფექტურად ჩატარებაში დაეხმარება." - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ დისკრიმინაციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და გამოწვევაა. ტრენინგები ემსახურება გამოძიების ხარისხისა და პოლიციელთა ცნობიერების ამაღლებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები