ახალი ამბები
ჯარიაშენში მაღაზიიდან ძეხვი და სასმელები მოიპარეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში სასურსათო მაღაზია გაქურდეს. მეჯვრისხევის ტერიტორიული ორგანის წარმომადგენლის ცნობით, შემთხვევა, სავარაუდოდ, წუხელ ღამის საათებში მოხდა.

ტარიელ ვათიაშვილის ინფორმაციით, მაღაზია სოფელ ჯარიაშენსა და სოფელ აძვს შორის მდებარეობს.

ამავე ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის განმარტებით, რომელიც სოფელ აძვში ცხოვრობს, ამბობს, რომ მაღაზიიდან წაღებულია ალკოჰოლური სასმელები, ძეხვი და სხვა წვრილმანი პროდუქტები.

,,როგორც მაღაზიის მეპატრონე ვარაუდობს, ქურდები ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ. ფული მაღაზიაში არ ჰქონდა დატოვებული, რომ წაეღოთ. დილით პოლიციაც იყო მოსული" - ამბობენ გორის მერის წარმომადგენლები.

მაღაზიაში შაქარი ძირს დაყრილი დახვდათ, ხოლო ქურდებმა პროდუქტების წასაღებად სწორედ შაქრის ტომარა გამოიყენეს.

გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები