ახალი ამბები
კასპის რამდენიმე სოფელში ქარმა სადენები დააზიანა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ფერმაში, ჩანგილარსა და, ოკამში, მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ qartli.ge-ს ენერგოკომპანიის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

მათი თქმით, დაახლოებით 2500 ოჯახი დენის გარეშეა დარჩენილი. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ავარიის მიზეზი ძლიერი ქარია.

,,ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ხაზები იყო გაწყვეტილი და ვვარაუდობთ, რომ 23 საათამდე აღდგება დენის მიწოდება" - აცხადებენ კომპანიაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები