ახალი ამბები
გორის ქვეით ბრიგადაში საკვების მომზადების პროცესს მინისტრი და ჟურნალისტები დაესწრებიან
დღეს, თავდაცვის მინისტრი, გორში პირველ ქვეით ბრიგადას, ჟურნალისტებთან ერთად, ეწვევა. ამის შესახებ qartli.ge-ს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სამინისტრო აწყობს აქციას ,,მედია ჯარში", რომლის მიზანია ჯარის კვებით უზრუნველყოფის საკითხი ჟურნალისტებს გააცნონ.

,,თავდაცვის მინისტრი და ჟურნალისტები სამზარეულოში კვების მომზადების პროცესს გაეცნობიან" - აღნიშნავს პრეს-სამსახური.
Print

სტატიის გამოყენების პირობები