ახალი ამბები
სახლი ჩიტებისთვის ხიდისთავის საჯარო სკოლაში (Photo)
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლამ პროექტში ,,მოვუაროთ სკოლას" პირველი ადგილი აიღო.

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს იმ სკოლებმა, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში, გარემონტდა.

სიგელი სკოლის ადმინისტრაციას უკვე გადაეცა. ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა სკოლის ეზო მოაწესრიგეს და გაამწვანეს.

ერთ-ერთმა მშობელმა კი, რომელიც დურგალია, სკოლისთვის ჩიტებისთვის სახლი გააკეთა, მოსწავლეებმა კი შეღებეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები