ახალი ამბები
გორში კატა აწამეს - მეათე შემთხვევა ერთ ქუჩაზე
გორში ნაწამები კატა დღეს დილით კლინიკა ,,მარკოში" მიიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელი ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ კატა ძმები რომელაშვილის ქუჩის ერთ-ერთი უბნიდან მიიყვანეს.

,,ეს უკვე მეათე შემთხვევაა, რაც აღნიშნული ქუჩიდან ნაწამები კატა მოიყვანეს" - ამბობს ირმა მთიულიშვილი.

„კანონპროექტი, რომელსაც ამდენ ხან ველოდით, სუსტია, მასში გათვალისწინებული სასჯელი კი ძალიან მსუბუქი“, - ასე აფასებს ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის სასჯელი მკაცრდება.

კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებს გულისხმობს.

იხ. ამავე თემაზე

ჯარიმა ან პატიმრობა - ცხოველის წამებაზე სასჯელი მკაცრდება
Print

სტატიის გამოყენების პირობები