ახალი ამბები
ცხინვალში ოსურ-სომხური მეგობრობის ძეგლს დადგამენ
ოსი და სომეხი ხალხის მეგობრობის ნიშნად ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე სომხურ ჯვარს (ხაჩქარს) აღმართავენ - ამის შესახებ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.

ანატოლი ბიბილოვმა აღნიშნა, რომ სომხური დიასპორა სამხრეთ ოსეთში საკუთარ თავს საუკეთესო მხრიდან წარმოაჩენს, - “ ბევრი სომეხია აქ მაღალ თანამდებობაზე, ისინი დიდი პატრიოტები არიან და ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერესებს იცავენ. თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი თანამემამულეებით“ - მიმართა ბიბილოვმა დელეგაციის წევრებს.

საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ჯვრის დადგმის იდეა სწორედ სომხური დიასპორას ეკუთვნის.

„ძეგლი სომხეთის ქუჩაზე დაიდგმება. ამ დროისთვის წყდება ორგანიზაციული საკითხები. ეს იქნება ოსი და სომეხი ხალხის მეგობრობის სიმბოლო არა მხოლოდ ჩვენი რესპუბლიკისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“

დე-ფაქტო პრეზიდენტის თქმით მრავალსაუკუნოვანი კავშირი ორ ერს შორის კარგი საფუძველია სამომავლო ურთიერთობისა და თანამშრომლობისთვის.

ამავე თემაზე: დელეგაცია მთიანი ყარაბაღიდან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში

Print

სტატიის გამოყენების პირობები