ახალი ამბები
თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დელეგაციას ახალგორი დაათვალიერებინეს
სტუმრებს, ახალგორში, ოსური ტრადიციის თანახმად, ნამცხვრებითა და ლუდით დახვდნენ - იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რესი“.

რაიონის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის, ბესარიონ ბიტაროვის ინფორმაციით, ადგილობრივმა ადმინისტრაციამ სტუმრებისთვის კულტურული პროგრამა მოამზადა.

„ვათვალიერებინებთ იმ ისტორიულ ადგილებსა და ობიექტებს, რომლებიც რეგიონის კულტურასა და განათლებას უკავშირდება. დელეგაციისთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა 864 წელს აშენებული სომხური ეკლესიის მონახულება. დღეს ისინი ჩვენი მუზეუმის ექსპონატებსაც გაეცნობიან. ვფიქრობ, სტუმრები იქ ბევრ საინტერესოს აღმოაჩენენ“, - უთხრა ჟურნალისტებს ბიტაროვმა.

არცახის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი ცხინვალში 18 თებერვალს დაიწყო და 21 თებერვალს დასრულდება. დღეს დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებმა თანამშროლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ამავე თემაზე: ცხინვალში ოსურ-სომხური მეგობრობის ძეგლს დადგამენ
დელეგაცია მთიანი ყარაბაღიდან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში


თემა: კატეგორია
Print

სტატიის გამოყენების პირობები