ახალი ამბები
ცხინვალში 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე რუსი სამხედროები დააჯილდოვეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 2008 წლის აგვისტოს ომში გამოჩენილი სიმამაცისთვის რუს სამხედროებს დე-ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო „უაცამონგი“ გადასცა.

დე-ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ორდენი გამოჩენილი სიმამაცისთვის, გმირობისა და სამხედრო საქმის ერთგულებისთვის, 14-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო, მათ შორის 4-მა სიკვდილის შემდეგ.

დაჯილდოების ცერემონიას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში რუსეთის ელჩიც ესწრებოდა.




თემა: კატეგორია
Print

სტატიის გამოყენების პირობები