ახალი ამბები
2018 წელს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში 411 ბავშვი დაიბადა
„რესპუბლიკის მოსახლეობა 2018 წელს 177 გოგოთი და 234 ბიჭით გაიზარდა“, - უთხრა ჟურნალისტებს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ბავშვთა პოლიკლინიკის ხელმძღვანელმა ლარისა ხანიკაევამ.

მისი თქმით, პოლიკლინიკაში აღრიცხვაზე მყოფი 411 ბავშვიდან 208 დე-ფაქტო რესპუბლიკაში დაიბადა, 131 კი რუსეთის ტერიტორიაზე.

ლარისა ხანიკაევას ინფორმაციით, უკანასკნელი 8 წლის შობადობის სტატისტიკა ასეთია:

2017 წელს დაიბადა 402 ბავშვი, 2016-ში - 374, 2015-ში - 418, 2014-ში – 477, 2013-ში 490, 2012-ში - 413, 2011-ში - 493, ხოლო 2010-ში - 450.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „რეს“

Print

სტატიის გამოყენების პირობები