ახალი ამბები
ირმა მთიულიშვილი: ,,გორის პოლიცია ცხოველის წამების ფაქტზე გარკვეულ პირებს მფარველობს"
გორში კატის წამების ფაქტების გახშირების შესახებ ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, გორის პოლიცია იმ პირთა ვინაობის შესახებ ინფორმაციას ფლობს, ვინც აღნიშნულ ქმედებას ჩადის.

ირმა მთიულიშვილის ცნობით, არასრულწლოვნები ძმები რომელაშვილების (ყოფილი გორკი) ქუჩაზე ცხოვრობენ.

,,ოთხი წლის წინ არასრულწლოვანმა ბავშვებმა ორსული კატა ჩაქოლეს ჯგუფურად, ქვებით. ადგილზე მივედით, ტელევიზიამაც გააკეთა სიუჟეტი, ეს ის უბანია, საიდანაც ასეთი დასახიჩრებული კატები მოგვყავს და ვმკურნალობთ. მაშინ პოლიციას ყავდა სავარაუდო ეჭვმიტანილები, არავინ დაუკითხავთ და სასაცილოდაც არ ყოფნიდათ. დაიკითხა თვითმხილველი და მე პოლიციას განცხადებით მივმართე. ასეთი საქმეები თაროზე შემოდებული დევს ან უკვე არქივს ჩაბარდა. დამიჯერეთ, თუ დროულო რეაგირება არ ექნება ამ ამბებს, ეს ბავშვები ჯგუფურად მოკლავენ ადამიანს და არ დაინდობენ." - აცხადებს ირმა მთიულიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები