ახალი ამბები
პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო გორში ორი ახალგაზრდა 1500-1500 ლარით დააჯარიმეს
გორის რაიონულ სასამართლოში დღეს ორი მამაკაცი დააჯარიმეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო.

ახალგაზრდა მამაკაცები წუხელ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებით პატრულმა დააკავა. ოქმების მიხედვით, ისინი არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ დაემორჩილნენ პატრულის მოთხოვნებს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.

აღნიშნული მუხლი იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები