ახალი ამბები
ლიბიაში დაღუპულის ცხედარს საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ

ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედარს,სამშობლოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.

ამის შესახებ, რაზმაძის ბიძას, იაგო ცეცხლაძეს საძღვაო დეპარტამენტიდან და საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

იაგო ცეცხლაძე ამბობს, რომ ცხედრის გადმოსვენების პროცედურები დღეს დაიწყო და კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

ლიბიაში ჩატარებული ექსპერტიზის პასუხი ამ დრომდე არ არის ცნობილი რაზმაძის ოჯახისთვის, ისინი ვარაუდობენ, რომ ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურების მიზეზი შესაძლოა ლიბიაში არეულობა და სამოქალაქო ომი იყოს.

„ ბოლოს ჩვენ გვქონდა მიმოწერა, ვლაპარაკობდით ხოლმე, ამბობდა კარგად ვარო, გახარებული იყო, ამხელა ხელფასი ჯერ არ მქონიაო. ჩვენ ისევ ვვარაუდობთ, რომ ბავშვი მოკლულია. გვამი სვირინგით ამოიცნეს, როგორც ვიცით ლიბიაში განუკითხაობაა, არეულობა და სამოქალაქო ომი, ალბათ ამიტომ გაჭიანურდა ცხედრის გადმოსვენება, აქ ხელმეორედ ჩავუტარებთ კიდევ ერთ ექსპერტიზას და შემდეგ უკვე მივაბარებთ მიწას“- განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს იაგო ცეცხლაძემ.

თემა: კატეგორია
Print

სტატიის გამოყენების პირობები