ახალი ამბები
ანტალიაში ქურდობის ბრალდებით ,,ცხინვალის" ხუთი ფეხბურთელი დააკავეს
ანტალიაში საფეხბურთო კლუბ ,,ცხინვალის სპარტაკის" ხუთი ფეხბურთელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. სააგენტოების ცნობით, პოლიციამ ფეხბურთელები სასტუმროდან წაიყვანეს.

ბრალდების მიხედვით, ხუთ ახალგაზრდას მაღაზიიდან ნივთების ქურდობაში ედებათ ბრალი. ჟურნალისტი წერს, რომ სამართალდამცველებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაშიფრეს.

,,სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის და­ხურ­ვის შემ­დეგ, შე­მოწ­მე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ გარ­კვე­უ­ლი ნივ­თე­ბი მო­პა­რუ­ლი იყო. ად­გილ­ზე პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს. სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ამ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი და­ად­გი­ნა. გი­ორ­გი ბ, კახა კ, პა­პუ­ნა მ, დათა ს. და გუ­რამ მ. ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში და­ა­კა­ვეს. სპორ­ტსმე­ნე­ბი ან­ტა­ლი­ა­ში წი­ნა­სა­სე­ზო­ნო შეკ­რე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ“ - წერს სააგენტო.

,,ცხინვალის სპარტაკის" ადმინისტრაციას განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები