შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ
მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი
რაოდენობის გამო, სააგენტოს ყველა სერვისცენტრი დამატებით იმუშავებს
კვირას, 24 თებერვალს, 09:30 საათიდან 18:00 საათამდე.
დამატებულ სამუშაო დღეს, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ
მართვის მოწმობის შეცვლა-აღდგენის მომსახურებით ისარგებლონ.
სამინისტროს ცნობით, 2019 წლის 1 მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს
საქართველოში 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C, D და E კატეგორიის და
ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები. ცვლილება არ ეხება B კატეგორიის,
ანუ მსუბუქი ავტომობილის კატეგორიის მართვის მოწმობებს. ასევე, იმ
მოქალაქეებს, რომლებსაც B კატეგორიასთან ერთად, დამატებით აქვთ C, D
ან CD კატეგორიები და ამ ეტაპზე მხოლოდ B კატეგორიით სარგებლობენ.
აღნიშნულ პირებს, პირებს შეცვლის ვალდებულება არ აქვთ 1 მარტამდე, მათ
ვადის ამოწურვის შემდეგ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მიმართონ
მომსახურების სააგენტოს და ყოველგვარი დამატებითი პროცედურების, მათ
შორის გამოცდის ჩაბარების გარეშე, შეცვალონ მართვის მოწმობა.
მოქალაქეთათვის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით,
სააგენტო მიმდინარე წლის 8 თებერვლიდან სპეციალური რეჟიმით მუშაობს -
გაზრდილია სამუშაო საათების რაოდენობა და მოქალაქეებს მართვის
მოწმობის შეცვლა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს,
09:30 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30 საათიდან 18:00
საათამდე შეუძლიათ.
სტატიის გამოყენების პირობები